პროფესიონალური მოვლის სამსახური

როდესაც დახმარების გარეშე არსებობა შეუძლებელია

კვალიფიკაციის ამაღლების კურსი

  • Image
  • Image
  • Image
  • Image
  • Image
  • Image
  • Image
  • Image
  • Image
  • Image
  • Image
  • Image
ELDWG - დაარსდა 1999 წელს. მისი საქმიანობა მიმართულია სოციალურად დაუცეველი, ავადმყოფი, ხანდაზმული და გაჭირვებული ადამიანების დახმარებასა და თანადგომაზე.
საქართველოში მრავალი მარტოხელა, ხანდაზმული და ავადმყოფი მოვლას საჭიროებს. დიაკონური სამსახური, რომელიც 2013 წლის 1 ივლისს დაფუძნდა, თავის წვლილი შეაქვს ამ პრობლემის დაძლევაში.
ის ითვალისწინებს იმ ადამიანების საშინაო პირობებში დახმარებას, რომლებიც სამედიცინო და ჰიგიენურ მოვლას, ოჯახის საქმეებში თანადგომას და ადამიანებთან კონტაქტს საჭიროებენ.

ჩვენი "შინ მოვლის სამსახურის" მომვლელები ყოველწლიურად გადიანი კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს იმისათვის, რომ უფრო კარგად შეასრულონ თავისი საქმე.
ჩვენი მომვლელები, რომელთა შორის რამდენიმე მედდაა, პროფესიული კრიტერიუმებით არიან შერჩეული. ისინი მხოლოდ იმ სამუშაოებს ასრულებენ, რისი განათლებაც გააჩნიათ. მოვლის პროცესში დახმარების მიმღების ახლობლებსა და მეზობლებსაც შეუძლიათ ჩაერთონ. ჩვენი მომვლელები თავისი საქმის პროფესიონალები არიან.
დიაკონური სამსახური მუშაობს მთელი თბილისის მასშტაბით, სამომავლოდ იგეგმება მისი ამუშავება სხვა საქართველოს რეგიონებშიც. შინ მოვლის დიაკონურ სამსახურს პროფესიულ და ფინანსურ მხარდაჭერას გერმანიის ვიურტემბერგის დიაკონური საზოგადოება უწევს ადვენტისტური შემწეობისა და განვითარების სააგენტოსთან (ADRA) ერთად.
"შინ მოვლის დიაკონური სამსახური" განკუთვნილია ყველასთვის რელიგიური

და საზოგადოებრივი მიკუთვნებისა და ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად