სოფელ არაგვისპირში "შინ მოვლის პროგრამა" ამოქმედდა
სურათი სურათი სურათი სურათი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ორგანიზაცია “შინმოვლის დიაკონური სამსახურის”თანადაფინანსებით, 2020 წლიდან შინმოვლის პროგრამა სოფელ არაგვისპირშიც ამოქმედდა. აღნიშნულ პროგრამაში 2018 წელს ჩაერთნენ დაბაჟინვალში მცხოვრები დიმენციით დაავადებული ბენეფიციარები, რომელთაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ და ამასთანავე საწოლს არიან მიჯაჭვულები. დღეს, 10 მარტს, პროგრამის კოორდინატორმა მადონ აურკევიჩმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმოადგილეს ბესიკ ბიჩნი გაურს დამერიის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელს ნინო ვერძეულს, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები თანამშრომლებთან ერთად გააცნო: პროგრამის ბენეფიციარები კვირაში ორჯერ სარგებლობენ შემდეგი მომსახურებით:

• სამედიცინო უზრუნველყოფა (ექიმის დანიშნულებისამებრ);
• სხეულის მოვლა და ჰიგიენა;
• საშინაო საქმეების მოგვარება;
• პაციენტის და მისი ოჯახის წევრებისთვის მოვლის უნარჩვევების სწავლება.

პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე დასაქმებულია სამი ადგილობრივი ექთანი, რომელთაც ორგანიზაციის ხელშეწყობით, წარმატებით გაიარეს სამედიცნო კვალიფიკაციის ამაღლების კურსი და შესაბამისი სამედიცინოა ღჭურვილობა გადაეცათ.
დაბა ჟინვალში "შინ მოვლის პროგრამა" ამოქმედდა
დაბა ჟინვალში შინ მოვლის პროგრამა ამოქმედდა. გაიხნა დიაკონური სამსახურის ახალი ფილიალი. აგრეთვე იგეგმება შინ მოვლის პროგრამის ამოქმედება სხვა რეგიონებშიც.
“შინ მოვლის დიაკონური სამსახურის” იუბილე
სურათი სურათი სურათი სურათი
შინ მოვლის დიაკონური სამსახური უკვე სამი წელია არსებობს საქართველოს ევანგელურ ლუთერულ ეკლესიაში. 17 ივნისს ჩვენ ავღნიშნეთ ჩვენი პატარა იუბილე და დავპატიჟეთ ჩვენი პარტნიორები, რათა მათთან ერთად მრგვალ მაგიდასთან გვემსჯელა თანამშრომლობის პირობებზე და შესაძლებლობებზე. 2016 წლის აპრილიდან შინ მოვლის სამსახური დარეგისტრირებულია ახალ პროექტში, რომელიც შემუშავებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ. მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სამსახურები, რომლებიც ახორციელებენ შინ მოვლას, და ასევე სამედიცინო ცენტრები/პოლიკლინიკები. შენდება მომსახურების ახალი სისტემა საკუთარი წესებით და მოთხოვნებით, რომელიც აუცილებელია განვიხილოთ და გადავწყვიტოთ ერთობლივად.

ჰანს - იოაჰიმ კიდერლენის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ შედგა ჩვენი შინ მოვლის სამსახურის პრეზენტაცია, რომელიც ჩაატარა კოორდინატორის ასისტენტმა მადონა ურკევიჩმა. მან ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მომსახურებაზე, რომელსაც პაციენტებს სთავაზობს ჩვენი სამსახური, ასევე აღნიშნა, რომ სოციალური დახმარება არ არის შინ მოვლის სამსახურის მიზანი. დასასრულს მადონამ მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს ამ რთული შრომისთვის, რადგანაც ისინი საკუთარ შრომით უწევენ არამხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ დახმარებასაც, და ხშირად მათ საქმე აქვთ ცხოვრებაში სრულიად გასაოცარ ადამიანებთან.

პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ საკუთარი შრომითი გამოცდილება და გამოეთქვათ მოსაზრებები და სურვილები. მრგვალი მაგიდის მოტერატორი იყო „შინ მოვლის სამსახურების კოალიციის“ თავმჯდომარე საქართველოში უჩა ვაკხანია. ჩვენ მისგან შევიტყვეთ ბევრი სასარგებლო ინფორმაცია პროექტის შესახებ.

მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ჩვენი საიუბილეო შეხვედრის ყველა სტუმარს: დოქ. კატარინა დერკორნს, „ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების განყოფილების“ ხელმძღვანელს გერმანიის საელჩოში, ნონა პირაევას „სოციალური პარტნიორობის“ ორგანიზაციიდან, მაია მიქაძეს ჩარიტას-იდან, ლალი ზაუტაშვილს ორგანიზაციიდან „ადამიანი და ბუნება“, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ფსიქიატრ დავიდ ზურაბაშვილს, ასევე სამედიცინო ცენტრების წარმომადგენლებს ნანა ასათიანს, თამაზ მორღოშიას და ნათია ბერიშვილს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თარჯიმანს თამუნა გურჩიანს. ძალიან ვწუხვარ, რომ შეხვედრას არ ესწრებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.