გამოხმაურება
ამირან აბესაძე
შინ მოვლის სამსახურისს უფროსს, ქალბატონ გალინა კრომმს
თუ რა მძიმე სამუშაოს ასრულებენ, კარგი იქნებოდა ალბათ ასეთი ორგანიზაციების საქმიანობა ფართო საზოგადოებისათვისაც რომ იყოს ცნობილი და მათგან დაფასებული.

მე ყველა ადამიანს, მაგრამ განსაკუთრებით თქვენს მშრომელ კოლექტივს ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს რთული პრობლემების გარეშე.

ამ პატარა გულწრფელი წვრილით გამოვხატე ჩემი პატივისცემა და მადლობა თქვენი და მსგავსი ორგანიზაციების ამაგის მიმართ.

ამირან აბესაძე

გამოხმაურება
ნანული გავაშელიშვილი
შინ მოვლის სამსახურისს უფროსს, ქალბატონ გალინა კრომმს
ქალბატონო გალინა მინდა დიდი მადლობა გამოვხატო თქვენი დიდსულოვნების, ჩემი თანამდგომისთვის და შინა მოვლის სამსახურის მომვლელის, თავისი საქმის უბადლო შესრულებლის, ღირსეული თვისების მქონე ინგა ჭიჭინაძის მიმართ.

ვარ ხანდაზმული, ავანდყოფი, სოციალურად დაუცველი. ჩემი არსებობა დახმარების გარეშე შეუძლებელი იყო, უმწეოს და უნუგეშოს დარჩენილ სიცოცხლეზე ხცი მქონდა ჩაქნეული. ინგა ჭიჭინაძემ თავისი მზრუნველობით, გულისხმიერებით, კეთილშობილებით სიციცხლის ხალისი დამიბრუნა. მივლის ისე როგორც საკუთარ დედას. ამისათვის დიდი მადლობა ინგას და ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, წარმატებებს პირად ცხოვრებაში და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ნანული გავაშელიშვილი

პირველი გამოხმაურება
ნატალია კვიწინაძე
შინ მოვლის სამსახურისს უფროსს, ქალბატონ გალინა კრომმს
მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ თანადგომისათვისა და მზრუნველობისათვის, რომელსაც თქვენ იჩენთ ავადმყოფებისადმი და მათი ოჯახის წევრებისადმი. კერძოდ, მე მადლიერი ვარ იმის გამო, რომ ავადმყოფი დედისათვის დროებით სარგებლობაში მომეცით სამედიცინო საწოლი.

ჯერ ერთი, დედა ბევრად უკეთესად გრძნობს თავს ამ საწოლში.

მეორეც, ჩემთვის უფრო ადვილი გახდა მისი მოვლისა და კვების პროცესი.

აგრეთვე, მინდა მადლობა გადავუხადო მადონა ურკევიჩს გაწეული დახმარებისთვის. მან საკუთარი დრო და ძალა არ დაზოგა საწოლის მოტანისა და მისი აწყობისათვის.

ღრმა პატივისცემით, ნატალია კვიწინაძე

მეორე გამოხმაურება
ნატალია კვიწინაძე
შინ მოვლის სამსახურისს უფროსს, ქალბატონ გალინა კრომმს
გამოვთქვამ ჩემს მადლიერებას თქვენსადმი იმისათვის, რომ არსებობს ასეთი ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს დახმარებას ავადმყოფებისათვის სახლში და თქვენ გაგებით ეკიდებით ავადმყოფებისა და მათი ახლობლების პრობლემებს.

მიმდინარე წლის იანვრიდან თქვენი ორგანიზაციიდან ჩემს დედასთან სახლში მოდის თქვენი თანამშრომელი და ახორციელებს დედის სხეულის ჰიგიენურ დამუშავებას. ამას აკეთებს ძალიან კვალიფიციურად და თანმიმდევრულად. ყოველი დამუშავების შემდეგ საგრძნობლად უკეთესდებოდა მისი კანი, რაც დადებითად აისახა დედის ფიზიკურ მდგომარეობაზე.

დედის ფეხის ტერფები და თითები იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ მათი წესრიგში მოყვანა შეიძლებოდა. ტერფის სამ-ოთხ დამუშავების შემდეგ თითები იდეალურ მდგომარეობაში მოიყვანა.

ამის გარდა თქვენმა თანამშრომელმა ბევრი რამ მასწავლა. მაჩვენა მწოლიარე ავადმყოფის მოვლის უფრო ადვილი ხერხები, რისთვისაც მე ძალიან მადლობელი ვარ და ჩავთვალე აუცილებლად თქვენთვის გამეზიარებინა.

უღრმესი მადლობელი თქვენს ორგანიზაციას
მესამე გამოხმაურება
დიტერ კაუფმანი
შინ მოვლის სამსახურს, ბატონ ეპისკოპოს კიდერლენს
მისალმება საქართველოს შინ მოვლის დიაკონურო სამსახურის 2-წლიან საქმიანობასთან დაკავშირებით

პატივცემულო ბატონო ეპისკოპოსო კიდერლენ.

2015 წლის 1 ივლისს ორი წელი გავიდა საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის (ELKG) შინ მოვლის დიაკონური სამსახურის დაარსების დღიდან. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ნება გვიბოძეთ, მოლოცვა და კურთხევის სიტყვები გამოგიგზავნოთ.

ძალიან გვახარებს ჩვენი მრავალფეროვანი შეხვედრები და აქტივობები, რომლებიც წლიდან წლამდე მატულობს. ისინი ცოცხალი პარტნიორობის გამოხატულებაა და მის განვითარებას უწყობს ხელს.

ინიციატივა „იმედი აღმოსავლეთ ევროპისთვის“ (HfO) 2013 წლის გაზაფხულიდან მხარს უჭერს თბილისში შინ მოვლის სამსახურის მუშაობას. ამ დროიდან სელეს თხოვნით ვიურტემბერგის დიაკონიის თანამშრომლების ორი საკონსულტაციო ვიზიტი შედგა.

წელს მოგვეცა შესაზლებლობა, საეკლესიო დღეზე მოგვეწვია სელეს დელეგაცია, რომლის დამთავრების შემდეგაც გალინა კრომმა ბობლინგენის სოციალურ სადგურსა და გოპინგენის ვილჰელმის საქველმოქმედო დაწესებულებაში სტაჟირება გაიარა და ახალი იმპულსებითა და გამოცდილებებით დაბრუნდა საქართველოში.

წარმატებით მიმდინარეობს დიაკონურ საქმიანობაში სელეს ახალგაზრდობის ჩართვის პროცესი. 2015 წლის სექტემბრიდან სამი ახალგაზრდა გიოპინგენის ვილჰელმის საქველმოქმედო დაწესებულებაში მოხალისედ მსახურობს.

გულითად სალამს გიგზავნით ვიურტემბერგიდან პირადად თქვენ, ეპისკოპოსო კიდერლენ და შინ მოვლის სამსახურის ყველა თანამშრომელს.

გვინდა გისურვოთ ძალა, კრეატიულობა და ღვთის კურთხევა ბოლნისში სელეს ახალი შინ მოვლის დიაკონური სამსახურის ჩამოსაყალიბებლად.


საუკეთესო სურვილებით,
დიტერ კაუფმანი
ეკლესის მრჩეველი
ვიურტემბერგის დიაკონური საზოგადოების
გამგეობის თავჯდომარე.